ირაკლი სესიაშვილი – მოსკოვი სამეზობლოსთან აგრესიულ მიდგომებს ავლენს

16:12, 13.02.2019

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უკანონოა რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლითაც მოსკოვი სამეზობლოსთან მიმართებაში აგრესიულ და არაცივილიზებულ მიდგომებს ავლენს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, რუსეთის მხრიდან აღნიშნული წვრთნების ჩატარება გეგმურია.

„შეიძლება, ამ მხრივ რუსეთის ტერიტორიაზე პრეტენზია არ გვქონდეს, მაგრამ როცა ეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, ეს აჩენს რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და აგრესორის სახეს. საკითხზე რეაგირება მოხდება, სპეცსამსახურები დაკვირვებას გააგრძელებენ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხრეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, რომელიც სამი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

მსგავსი