ირაკლი პეტრიაშვილი - 2012 წლამდე არსებული ნეოლიბერალური, დელეგირებული გარემო და მმართველობა არ უნდა დაბრუნდეს
ირაკლი პეტრიაშვილი - 2012 წლამდე არსებული ნეოლიბერალური, დელეგირებული გარემო და მმართველობა არ უნდა დაბრუნდეს

ჩვენ იმ 54%-ში ვართ, რომელსაც პირველ ტურში პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია მხარი, მაგრამ 28 ნოემბერს პასუხს გავცემთ ყველას, მთელ მსოფლიოს, რომ 2012 წლამდე არსებული ნეოლიბერალური, დერეგულირებული გარემო აღარ უნდა დაბრუნდეს,- ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს  დაუჭერს მხარს. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილს სხვა პროფესიული კავშირების დარგობრივი გაერთიანებებიც უცხადებენ მხარდაჭერას.

პროფკავშირებში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ანალიზზე დაყრდნობით მიიღეს.

„ყველამ კარგად ნახეთ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა იმ პოზიციას, რაც მე გავაჟღერე და დარგობრივმა ლიდერებმაც დამიჭირეს მხარი. გაანალიზებულია, რა იყო 2012 წლამდე, რა არის 2012- დან 2018 წლამდე და მთლიანად 15 წელი. 2012 წელი იყო უფრო უარესი, თუმცა მას შემდეგ შრომის კანონმდებლობის მიმართულებით და დასაქმებულთა უფლებების თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები მოხდა.  ჩვენ იმ 54%-ში ვართ, რომელსაც არცერთისთვის არ დაუჭერია მხარი, მაგრამ 28 ნოემბერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გავცეთ ყველას, ჩვენს თავსაც, მსოფლიოსაც, რომ ის მდგომარეობა, ის ნეოლიბერალური, დერეგულირებული გარემო, უფლებააყრილი დასაქმებულები არ უნდა იყვნენ და ბუნებრივია, ის მმართველობა არ უნდა დაბრუნდეს. მეორეს მხრივ, არ ვართ დღევანდელობით კმაყოფილნი, მაგრამ ვამბობთ, რომ იმედი გვაქვს, ესენი გამოსწორდებიან, შეცვლიან სიტუაციას. ანალიზზე დაყრდნობით პროფკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს”,-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

დატოვე კომენტარი