ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს
ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.

„ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიერ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი“, – აცხადებენ უწყებაში.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.