ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილის 36 მილიონიდან თავდაცვის ფონდში 10 მილიონი მქონდა დარჩენილი ქეშის სახით, კაბინეტში მედო სეიფში, რომელიც ბანკში დავაბრუნე
ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილის 36 მილიონიდან თავდაცვის ფონდში 10 მილიონი მქონდა დარჩენილი ქეშის სახით, კაბინეტში მედო სეიფში, რომელიც ბანკში დავაბრუნე

ივანიშვილის 36 მილიონიდან თავდაცვის ფონდში 10 მილიონი მქონდა დარჩენილი ქეშის სახით, კაბინეტში მედო სეიფში, რომელიც ბანკში დავაბრუნე, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, გამოუყენებია თუ არა მას ბიძინა ივანიშვილის ფული პირადი პროექტებისთვის, აღნიშნა, რომ არა.

„რუსთავი 2“-ის შეძენის ეტაპზე ბიძინა ივანიშვილთან ასეთი ურთიერთობები არ მქონია. ივანიშვილი ყოველ წელს, ადრეც ვახსენე და ახლაც გავიმეორებ, დაახლოებით 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა თავდაცვის ფონდში. თანამდებობდან რომ წამოვედი, დაახლოებით 10 მილიონი ნაშთი მქონდა დარჩენილი ქეშის სახით. კაბინეტში მედო სეიფში. მივიტანე და ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე.

თანხას მირიცხავდა, მაგრამ საჭიროებები არსებობდა, ქეშად თანხების რაღაცებში გადახდის. ძალიან ბევრი რაღაცაა სახელმწიფოში. ქართული პოლიტიკა და არა მარტო ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს სოსისს. ბისმარკის ძალიან ცნობილი სიტყვებია – ადამიანებმა რომ იცოდნენ, სოსისი როგორ მზადდება, არასოდეს არ შეჭამდნენ სოსისს. ქართული პოლიტიკის კულუარები გარეთ რომ გამოვიდეს, აღარავინ აღარც ტელევიზორს აღარ ჩართავს დ არჩევნებზეც საერთოდ აღარავინ მივა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.