ირაკლი ოქრუაშვილი - ბევრი საგანგაშო ხდება ქვეყანაში, თორემ, ჩემთვის ვიჯდებოდი ტყვიავის ვენახებში, სადაც ვიჯექი ექვსი წელი
ირაკლი ოქრუაშვილი - ბევრი საგანგაშო ხდება ქვეყანაში, თორემ, ჩემთვის ვიჯდებოდი ტყვიავის ვენახებში, სადაც ვიჯექი ექვსი წელი

ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთეს მომავალს და ჩემმა შვილებმა მინდა, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ და არა ივანიშვილის სახანოში“, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ძალიან ბევრი საგანგაშო რაღაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში.

„2013, 2014, 2016 წლებში ქვეყანაში ასეთი საგანგაშო მდგომარეობა არ იყო, როგორც ახლა ბოლო წლებშია. არც გავრილოვი ჩამოდიოდა, არც რაღაც ოკუპაციის გაპრავება ხდებოდა. უკვე ნელ-ნელა კულუარებში ლაპარაკი დაიწყეს, რომ აფხაზეთის აღიარებაზე ხომ არ გვეფიქრა.

ძალიან ბევრი საგანგაშო რაღაც ხდება უკვე ბოლო წლების განმავლობაში. თორემ, ჩემთვის ვიჯდებოდი იმ ტყვიავის ვენახებში, სადაც ვიჯექი ექვსი წლის განმავლობაში და მშვენივრად წყნარად გავაგრძელებდი ცხოვრებას“, – განაცხადა ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.