ირაკლი ნაკაიძე ევრო 2020-ზე დელეგატის რანგში იმუშავებს #1TVSPORT
ირაკლი ნაკაიძე ევრო 2020-ზე დელეგატის რანგში იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფა-ს დელეგატი, ირაკლი ნაკაიძე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს.

ქართველი დელეგატი გათამაშების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ბაქოში იმუშავებს, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ (უელსი 12.06 შვეიცარია, თურქეთი 16.06 უელსი, შვეიცარია 20.06 თურქეთი) და მეოთხედფინალის (3 ივლისი) ერთ მატჩს მოემსახურება. ქართველი საფეხბურთო მენეჯერი უეფა-ს მიერ შერჩეულ 11 დელეგატს შორისაა.

წარსულში, ირაკლი ნაკაიძეს დელეგატის რანგში უეფა-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირზე უმუშავია. მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის მეოთხედფინალურ მატჩზე, სადაც „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

დატოვე კომენტარი