ირაკლი მწითური და ნიკა კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ

18:30, 28.02.2021

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრები, ირაკლი მწითური და ნიკა კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

92 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურმა უკრაინელ პიდლიპინეცს 2-0 სძლია, ხოლო 79კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ თურქი რამაზან სარი 6-4 დაამარცხა და კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა.

მძიმეწონოსანმა გივი მაჭარაშვილმა მესამე ადგილისთვის უნგრელ დანიელ ლიგეტის 3-1 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი