ირაკლი მენაღარიშვილი - დიპლომატებთან შეხვედრაზე 9 აპრილის მოვლენების დეტალებს გავიხსენებ
ირაკლი მენაღარიშვილი - დიპლომატებთან შეხვედრაზე 9 აპრილის მოვლენების დეტალებს გავიხსენებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს ეძღვნება.

შეხვედრას ესწრება ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც 30 წლის წინ განვითარებული მოვლენებისას ჯანდაცვის მინისტრი იყო. მენაღარიშვილის თქმით, შეხვედრაზე გაიხსენებს იმ ფაქტებს, რომელიც დიპლომატებისთვის საინტერესო იქნება.

„გავიხსენებ, როგორ განვითარდა მოვლენები, რატომ იყო ასეთი მწვავე, გაუგებარი და მიუღებელი რეაქცია სრულიად მშვიდობიან მოვლენაზე. ასევე, რა რეაქცია ჰქონდა ამ მოვლენაზე ქართულ საზოგადოებას, მსოფლიომ როგორ გაიგო, რომ ეს ფაქტი მოხდა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.