ირაკლი მეძმარიაშვილი - სამუშაო ჯგუფი ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ ხუთწლიან პროგრამაზე იმუშავებს #1TVSPORT
ირაკლი მეძმარიაშვილი - სამუშაო ჯგუფი ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ ხუთწლიან პროგრამაზე იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ფეხბურთის განვითარების ახალ პროგრამაზე იმუშავებს.

„ჩვენ გვაქვს წარმატებები სანაკრებო დონეზე, მაგრამ გვინდა, რომ საკლუბო ფეხბურთიც განვითარდეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გუნდებს შევხვდით და სწორედ ამაზე ვილაპარაკეთ.

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ფეხბურთის განვითარების სახელმწიფი პროგრამაზე იმუშავებს, რომელიც იქნება ხუთწლიანი – იმის მსგავსი, რაც სახელმწიფომ 2015 წელს მიიღო და 2021 წლამდე მოქმედებდა, მერე კი ყოველწლიურად გრძელდებოდა.

ოღონდ, ეს უნდა იყოს შედარებით დახვეწილი და სოლიდური პროგრამა, რომ ქართული ფეხბურთის წინსვლა კლუბებზეც აისახოს და ისინი ევროტურნირებზე უფრო წარმატებით გამოვიდნენ“, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.