ირაკლი ლილუაშვილი - ჩვენი გუნდები ფეხბურთელებს ისეთ ხელფასს არ უხდიან, მილიონი რომ მოითხოვონ #1TVSPORT
ირაკლი ლილუაშვილი - ჩვენი გუნდები ფეხბურთელებს ისეთ ხელფასს არ უხდიან, მილიონი რომ მოითხოვონ #1TVSPORT

ახალგაზრდა მენეჯერი, სააგენტო „ბენე სპორტის“ დამფუძნებელი ირაკლი ლილუაშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ქართველი ფეხბურთელები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ კლუბებთან კონტრაქტს გააფორმებენ.

„ჩემი აზრით, ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათი მშობლები უნდა დაფიქრდნენ, გუნდებთან რა შინაარსის კონტრაქტს აფორმებენ, რადგან ბევრი ისეთი კურიოზული პირობაა, რომ ნახოთ, გაოცებულები დარჩებით“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ლილუაშვილი.

მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ ქართული გუნდები კონტრაქტებში ბავშვების გაშვებისას 400-500 ათასს ითხოვენ:

„სწორედ ასეთ კონტრაქტებზე ვსაუბრობდი. გუნდს შეუძლია გაშვების საფასურად მილიონიც მოითხოვოს. საქმე სხვა რამეშია – იმხელა ხელფასს იხდიან, რომ გაყიდვაში ამდენი მოითხოვონ?! კონტრაქტებში კიდევ ბევრი სხვადასხვა პუნქტი ირღვევა, რითაც მოთამაშეთა უფლებები დაცული არ არის. ესაა სწორედ შეუსაბამობა, მაგრამ სააგენტოები იმიტომაც იქმნება, მოთამაშეებს ამ აბსურდების მოგვარებაშიც რომ დავეხმაროთ“, – აცხადებს ახალგაზრდა მენეჯერი.