ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

ზაურ დარგალმა ხმების 78,75%, გიორგი გოგლიჩიძემ – 50,53% , გივი მოდებაძემ – 65,39%, ვახტანგ ბერიძემ კი – 67,01% მიიღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მედიას გააცნო მონაცემები, რომელიც, მისი თქმით, დაზუსტებულია.

„მარნეულში 90-დან 86 უბანია დათვლილი, 78,75%-ა ზაურ დარგალის მაჩვენებელი. ზესტაფონი 53-დან 52 უბანია დათვლილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელია 50,53%. ერთი უბანია დარჩენილი, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ამ შემთხვევაში, არათუ შემცირება, ზრდა არის მოსალოდნელი.

ჭიათურაში გივი მოდებაძის მაჩვენებელი არის 65,39%, დათვლილია 58-დან 49 უბნის მონაცემები. ხულოს რაც შეეხება, აქ ყველა, 54-ივე უბანია დათვლილი, 67,01% არის ჩვენი კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის მაჩვენებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.