ირაკლი კობახიძე -პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატიური წარსულის მქონე ადამიანის არჩევა მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ისე ევროპარლამენტარებისთვის
ირაკლი კობახიძე -პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატიური წარსულის მქონე ადამიანის არჩევა მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ისე ევროპარლამენტარებისთვის

საბჭოთა დიპლომატიური წარსულის მქონე ადამიანის არჩევა ქვეყნის პრეზიდენტად მიუღებელია როგორც ევროპარლამენტარებისთვის, ასევე ჩვენთვის,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს საბჭოური მენტალიტეტი აქვს.

„ბუნებრივია, ამაზე ჩვენც ვსაუბრობთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მთავარი ისიც არ არის, რომ ეს ადამიანი იყო პოსტსაბჭოთა დიპლომატი. მთავარი არის ის, რომ მას აქვს საბჭოური მენტალიტეტი და ზუსტად ამ საბჭოური მენტალიტეტიდან არის  „ნაციონალური მოძრაობის” წევრი”, -განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ქალი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ თავდასხმები ქვეყანაში აზიატური მენტალიტეტის გამოსწორებას ხელს არ უწყობს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის სირთულეები ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. ბუნებრივია, ამ მასშტაბის თავდასხმა, შეურაცხყოფა ქალი კანდიდატის მიმართ, ხელს არ უწყობს ჩვენს ქვეყანაში მენტალიტეტის გამოსწორებას. ის, რაც ხდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, არის, აზიატური მენტალიტეტის გამოვლინება. სწორედ, ამ მენტალიტეტით მართავდა „ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე ქვეყანას. ამიტომ მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ვროპარლამენტარმა, ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატებისას გუშინ განაცხადა, რომ  სქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები და შეტევა, რაც სამარცხვინოა საქართველოს იმიჯისთვის. ევროპარლამენტარ ბოშტინარუს თქმით კი, რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთის ყოფილი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო, თუ სხვა.