ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე საუბრობს - ხუთი წელია, ერთი გვარი ვერ დამიდგინე და ხუთი წელია, საუბრობ დაშინებასა და მუქარაზე, სირცხვილი არაა?!
ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე საუბრობს - ხუთი წელია, ერთი გვარი ვერ დამიდგინე და ხუთი წელია, საუბრობ დაშინებასა და მუქარაზე, სირცხვილი არაა?!

ხუთი წელია, ერთი გვარი ვერ დამიდგინე და ხუთი წელია, საუბრობ დაშინებასა და მუქარაზე, სირცხვილი არაა?! – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ომბუდსმენის განცხადებაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ დაშინებასა და ზეწოლას ეხებოდა.

„2012 წელს იყო მუქარა, შანტაჟი, იძულება და ყველაფერი, მილიონობით ფაქტი იცოდნენ ადამიანებმა, არაფერი არ სჭირდებოდა ამას. შეიძლება, გესმოდეს ამდენი წელი – 2016, 2018, 2020 და ა.შ. და ერთი ადამიანი არ გამოდიოდეს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე და სვამს შეკითხვას, რატომ ერთი ფაქტიც ვერ დაასახელა ვერავინ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები სამარცხვინოა.

„წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მივდივარ ომბუდსმენთან და ვეუბნები, რომ ჩემზე არის ზეწოლა, გთხოვთ ჩემი სახელი არ დაასახელოთ. ჯერ უპასუხისმგებლობაა.

იგივე, სკანდალი „აიდი“ ბარათებთან დაკავშირებით – თავი რომ ჩაღუნა ომბუდსმენმაც და მთელმა არასამთავრობო სექტორმა. გამოვიდნენ და ზუსტად ასე თქვეს, რომ არ ასახელებდნენ საკუთარ გვარებს, მაგრამ იბეჭდებოდა სადღაც „აიდი“ ბარათები. ბოდიშიც არ მოუხდიათ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველაფერი იყო ნათელი. იგივე, სამარცხვინო ფაქტია ესეც, როდესაც გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებებს, როდესაც ერთი სახელი და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლებია, გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ დაუჭირა უმრავლესობამ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი: „ქართულმა ოცნებამ“ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენის ინსტიტუტი, ეს იყო რეალობა. პირდაპირ იყო ასეთი თხოვნა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენი. ეს ოპოზიციონერი ომბუდსმენი ახლა აკეთებს ამ განცხადებებს და მართლა სირცხვილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი