ირაკლი კობახიძე - გვაქვს 13 ოლქის მონაცემები და ყველგან ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები
ირაკლი კობახიძე - გვაქვს 13 ოლქის მონაცემები და ყველგან ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ავრცელებს პარტიის მაჟორიტარობის 13 კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების წინასწარ მონაცემებს და აცხადებს, რომ ისინი დამაჯერებლად ლიდერობენ.

კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ოქმების ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც ამ დროისთვის არის დათვლილი.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ეს 13 კანდიდატი პირველსავე ტურში პრაქტიკულად, გამარჯვებულია. „გვაქვს 13 ოლქის მონაცემები და ყველგან ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები“, – აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მონაცემები ასეთია: დავით სონღულაშვილი – დათვლილია ოთხი უბანი – 57.11%; ირაკლი ქადაგიშვილი – დათვლილია ექვსი უბანი – 58.97%; ზაურ დარგალი – დათვლილია 10 უბანი – 56.45%; გოგი მეშველიანი – დათვლილია 78 უბანი – 53.34%; შალვა კერესელიძე – დათვლილია ცხრა უბანი – 50.48%; გიგი ხოჯევანიშვილი – დათვლილია 15 უბანი – 54.98%; ანტონ ობოლაშვილი – დათვლილია ოთხი უბანი – 58.64%; სამველ მანუკიანი – დათვლილია 38 უბანი – 63.30%; გოჩა ენუქიძე – დათვლილია ერთი უბანი – 86.21%; პაატა კვიჟინაძე – დათვლილია 24 უბანი – 73.69%; გივი ჭიჭინაძე – დათვლილია 20 უბანი – 52.22%; ვასილ ჩიგოგიძე – დათვლილია 28 უბანი – 58.02%; ალეკო მოწერელია – დათვლილია 11 უბანი – 57.53%.