ირაკლი კობახიძე - ეს არის მიხეილ სააკაშვილის „ჯღანი“ სახე
ირაკლი კობახიძე - ეს არის მიხეილ სააკაშვილის „ჯღანი“ სახე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განცხადება, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტურისტების შესახებ გააკეთა, ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახე. ეს არის მისი „ჯღანი“ სახე. ეს არის რიტორიკა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია და ამ დამოკიდებულებას საზოგადოება გამოხატავს არჩევნებში, როდესაც ის მეორე ტურში ხმის მისაცემად მივა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“.