ირაკლი კობახიძე - არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ნორმალური მოვლენაა
ირაკლი კობახიძე - არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ნორმალური მოვლენაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს ნორმალური მოვლენაა.

რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება.

„ჩვენ ვთქვით, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. ამ შემთხვევაში ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა ცოტა დაგვაკლდა, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა. შესაბამისად, დღევანდელი სურათი ასეთია, რომ საჭიროა მეორე ტური, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს შესაძლებელი იყო. დარწმუნებული ვართ მეორე ტურში გამარჯვებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.