ირაკლი იეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSORT
ნიდერლანდების ერედივიზიეში ირაკლი იეგოიანმა „ექსელსიორის“ ფორმით პირველი გოლი გაიტანა და გუნდი „ჰეერენვეენთან“ გასვლით მატჩში დააწიანურა, მაგრამ საბოლოოდ „ექსელსიორი“ 1:2 დამარცხდა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავას „სპარტაკის“ „პოდბრეზოვასთან“ მატჩი გადაიდო. სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ კი „კოშიცე“ 4:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ქართველი მცველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.
იტალიის სერია A-ში დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზე“ მილანში „ინტერს“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ლუკა გაგნიძის „გრანადამ“ „რეალ სოსიედადი B“ 5:2 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო.