ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს მადლობა გადაუხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს მადლობა გადაუხადა.

„კიევში, ოდესასა და ლვოვში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას.

აქვე, ამ ტრიბუნიდან მინდა, ჩვენს ელჩს გადავუხადო მადლობა და ჩვენის საელჩოს თითოეულ წარმომადგენელს“, – აღნიშნა პრემიერმა.