ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო

მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

​მათივე ცნობით, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ, ფილიპე VI-მ.

ნატო-ს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.


დატოვე კომენტარი