ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ

არავის დაკავება არ მიხარია და ბუნებრივია, არავის გვიხარია არავის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ სამართალი აღსრულდა, დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ათასობით ადამიანს ჩამოერთვა ქონება, სახლები, ბიზნესები.

„ასობით ადამიანი პირდაპირ ქუჩებში იქნა ჩაცხრილული. ამას ემატებოდა ბუნებრივია ემატებოდა ის არაადამიანური მოპყრობა, წამება, ტანჯვა ადამიანების, რომელიც გაუსაძლისს ხდიდა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას. სწორედ ასეთი ადამიანი და ამ ყველაფრის შემოქმედი, ბატონი სააკაშვილი დღეს იქნა დაკავებული და ციხეში გადაყვანილი. ჩვენ ამას მას შევპირდით. შევპირდით, რომ თუ ის გაბედავდა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოადგამდა ფეხს, რა თქმა უნდა, იქნებოდა დაკავებული.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც, მე ვიტყოდი, ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული. დეტალების გამჟღავნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, სამართალდამცავები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ, რომ იტყვიან, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.