ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის
ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„საქართველო აფასებს COVID-19-ის პერიოდში ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დაინტერესებას, მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგში. ჩვენი მთავარი მიზანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უსაფრთხო გარემოში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
🇬🇪highly values OSCE/ODIHR interest, support & active engagement in monitoring 🇬🇪’s election process in times of Covid-19. Our primary goal is to ensure safe environment for conducting free & fair elections, which are essential for 🇬🇪 & for our 🇪🇺 & Euro-Atlantic aspirations. pic.twitter.com/GKqttHtoo8
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 28, 2021