ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდებში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და არნემის „ვიტესს“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, „ექსელსიორთან“ სტუმრად ჩატარებული მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:1.

ნიდერლანდების პირველი დივიზიონის 24-ე ტურის შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ჩაატარა, გოლი გაიტანა და „ვიტესში“ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 8.3 ქულა.

„ვიტესმა“ სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა – მასპინძელთა კარი ბას ჰუისმანმა (13) და გიან დე რეხტმა (16) აიღეს. ეგოიანმა კი თავი მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე გამოიჩინა – გადაცემა ჩაჭრა, მცველს და მეკარეს ეფექტურად გასცდა და ლამაზი გოლი გაიტანა.

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ „ვიტესს“ 27 ქულა დააკლო და 20 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლო ადგილზეა. ირაკლი ეგოიანმა 22 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.