ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდებში დუბლი შეასრულა, მაგრამ „ვიტესი“ მაინც გავარდა [ვიდეო] #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანმა „როდასთან“ დუბლი შეასრულა და არნემის „ვიტესის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა – 3:0.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ნიდერლანდების მეორე დივიზიონის 35-ე ტურის შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, ხოლო 59-ზე სხვაობა ორამდე გაზარდა. იგი 8,8 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ამ მოგებამ „ვიტესს“ ვერ უშველა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მესამე ლიგაში დაქვეითდა, რადგან ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ 30 ქულა დააკლო და სეზონს ბოლო, მე-20 ადგილზე დაასრულებს.
რაც შეეხება ირაკლი ეგოიანს, მან კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.