ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველ ტურში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ერედივიზიონში ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. ქართველმა მოთამაშემ პირველივე ტურში ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
„კამბურის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში „ექსელსიორის“ რიგებში მოასპარეზე ქართველმა ლეგიონერმა მე-17 წუთზე გუნდი დააწინაურა. 14 წუთის გასვლის შემდეგ კი მან საგოლე გადაცემაც შეასრულა – მისი პასით ნოა ნაუიოკსმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
საბოლოოდ „ექსელსიორმა“ მეტოქე 4:0 დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, 15 აგვისტოს მეორე ტურში „ექსელსიორი“ საკუთარ მოედანზე პსვ ეინდჰოვენს მიიღებს.