ირაკლი ეგოიანი „ვიტესის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანი „ვიტესის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

„ვიტესმა“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ირაკლი ეგოიანი დაასახელა. არნემის კლუბისათვის სეზონი უიღბლოდ დასრულდა – გუნდმა პირველი დივიზიონის ბოლო ტურში „დენ ბოშთან“ 3:1 მოიგო, თუმცა, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 39 ქულა მოაკლდა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს – ეგოიანმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, ირაკლი ეგოიანი ივნისში სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ეგოიანი „ვიტესში“ „ტვენტემ“ იჯარით გაუშვა და არ არის გამორიცხული, მომავალი სეზონიდან ერედივიზიონის კლუბში ვიხილოთ.