ირაკლი ეგოიანი - ვფიქრობ, ნიდერლანდების ჩემპიონატში პირველი სეზონისთვის მზად ვარ #1TVSPORT
ნიდერლანდების ერედივიზიის (უმაღლესი ლიგა) გუნდში, როტერდამის „ექსელსიორში“ გადასვლასთან დაკავშირებით ირაკლი ეგოიანმა კომენტარი გააკეთა.
„ექსელსიორში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი „ვიტესიდან“ გადავიდა, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო მოთამაშეების გაშვება მოუხდა. სწორედ ამიტომ ირაკლიმ როტერდამის გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მიყვარს შეტევა, მაგრამ ასევე ვთამაშობ დაცვაში. ვფიქრობ, რომ გოლების გატანის ნიჭი მაქვს. ახალი გუნდისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ.
როდესაც გავიგე, რომ „ვიტესიდან“ წასვლის შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კლუბთან ვისაუბრე. საბოლოო ჯამში, „ექსელსიორის“ შესახებ ძალიან კარგი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა. კლუბის მხრიდან დიდი ნდობა ვიგრძენი.
ეს ჩემი პირველი სეზონი იქნება ერედივზიონში და ვფიქრობ, საამისოდ მზად ვარ. ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იმედი მაქვს, ბევრს დავუმტკიცებ, რისი გაკეთებაც შემიძლია. რაც შეეხება გუნდს, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ლიგაში პოზიციის შენარჩუნებაა და ამაში ჩემი წვლილის შეტანა მსურს.
„ექსელსიორში“ გადასვლას ჩემთვის ისიც აადვილებს, რომ აქ ნაცნობი სახეები მხვდებიან. მე უკვე ვიცნობდი მატიასს და ჯიანს „ვიტესში“ თამაშის დროიდან. ეს ახალ კლუბში ადაპტაციას ყოველთვის ამარტივებს“, – ამბობს ირაკლი ეგოიანი.