ირაკლი ეგოიანი სამმა გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდების ერედივიზიონის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად სამმა გამოცემამ შეიყვანა – საქართველოს ნაკრებისა და „ექსელსიორის“ ნახევარმცველმა „კამბურთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დიდი როლი ითამაშა. მან მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, 31-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა, რის შემდეგაც ანგარიში 2:0 გახდა.
ანალიტიკურმა ინტერნეტგამოცემა Whoscored-მა ეგოიანს 9.0 ქულა დაუწერა, რაც ტურში მეორე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა. Sofascore-მა კი საქართველოს ნაკრების წევრის თამაში 8.8 ქულით შეაფასა.
ეგოიანი VoetbalPrimeur-ის მიერ შედგენილ ტურის ნაკრებშიც მოხვდა, რასაც ნიდერლანდური გამოცემა ასე ხსნის: „ეგოიანმა „კამბურს“ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა და თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ის მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა, ხშირად აწვდიდა საჯარიმოში და თავისუფალ ზონებსაც ითვისებდა“.