ირაკლი ეგოიანი კარიერას ნიდერლანდების უმაღლესი დივიზიონის გუნდში, „ექსელსიორში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანი კარიერას როტერდამის „ექსელსიორში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ნიდერლანდების ერედივიზიის (უმაღლესი ლიგის) კლუბი ავრცელებს.
„„როტერდამის „ექსელსიორი“ ირაკლი ეგოიანით გაძლიერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი „ვიტესიდან“ გადმოვიდა და სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი“, – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
„ექსელსიორის“ ტექნიკური მენეჯერი ნილს ვან დუინენი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერით აღფრთოვანებულია.
„ირაკლის ჩამოსვლით კმაყოფილები ვართ. „ვიტესში“ შექმნილი ვითარების გამო მას გადმოსვლის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა. ეგოიანი გუნდს თავისი შემოქმედებითა და საფეხბურთო ნიჭით ბევრს შესძენს.
მან „ვიტესში“ ფანტასტიკური პირველი სეზონი ჩაატარა და აჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია. რამდენიმე დიალოგის შემდეგ თავად აღნიშნა, რომ, სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, ერედივიზიაში „ექსელსიორთან“ ერთად თავისი შესაძლებლობების დამტკიცება სურდა. ვამაყობთ, რომ მან სწორედ ჩვენ აგვირჩია“, – ამბობს „ექსელსიორის“ ტექნიკური მენეჯერი.