ირაკლი ძარიამ სადებიუტო გოლი გაიტანა
ირაკლი ძარიამ სადებიუტო გოლი გაიტანა

ირაკლი ძარიამ მალტის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.

30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ახალ გუნდში მალტის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ბალზანის“ წინააღმდეგ ითამაშა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ოთხი ტურის შემდეგ „ვალეტა“ შვიდი ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილს „ჰიბერნიანსთან“ იყოფს.

ძარია მალტაში აგვისტოში ჩაირიცხა. „ზესტაფონის“, „დინამო თბილისის“, გორის „დილასა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბოლოს ალბანურ „კუკეშში“ თამაშობდა.