ირაკლი ძარიამ კარიერა დაასრულა და „შუქურას“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა #1TVSPORT
ირაკლი ძარიამ კარიერა დაასრულა და „შუქურას“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველმა, 34 წლის ირაკლი ძარიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

ქობულეთის „შუქურა“ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16-ფინალში თბილისის „ლოკომოტივთან“ 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ირაკლი ძარია ქობულეთელთა სამწვრთნელო შტაბში ამ მატჩის დროს გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, რომელიც 2022 წელს დატოვა და მალე კარიერაც დაასრულა. ირაკლი მწვრთნელობა დაიწყო და უეფა-ს ლიცენზირების კურსები დაასრულა.

ძარიამ კარიერა ფოთის „კოლხეთში“ დაიწყო. ამის შემდეგ ითამაშა „თბილისში“, „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“, ბოლნისის „სიონში“, ალბანურ „კუკეშში“, მალტურ „ვალეტასა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.

ძარია იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაშიც პირველი მატჩი ალბანეთის წინააღმდეგ 2012 წლის 29 თებერვალს ვიზეუში ჩაატრა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმით ცხრა მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.