ირაკლი ძარია მალტაში ითამაშებს
ირაკლი ძარია მალტაში ითამაშებს
ირაკლი ძარია კარიერას მალტაზე გააგრძელებს – ინფორმაცია ქართველმა ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან გაამხილა.
 
„ალბანური „კუკეშთან“ კონტრაქტის დასრულების შემდეგ უგუნდოდ ვიყავი, მაგრამ ახლა ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მალტაში ვითამაშებ. „ვალეტა“ დამელაპარაკა და 99 პროცენტით, ხვალ კონტრაქტს გავაფორმებ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ძარია.
მისი თქმით, სხვა ვარიანტებიც ჰქნდა, მაგრამ ერთი არ გამოუვიდა, სხვებზე კი უარი თავად თქვა: „სეზონის შემდეგ რამოდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ყველაზე რეალური ვარიანტი ყაზახეთში აღარ გამოვიდა. კონკრეტული წინადადებები ალბანეთშიც იყო, „ტირანა“ და „პარტიზანი“ დამიკავშირდნენ, მაგრამ იქ დარჩენაზე უარი თავად ვთქვი. ევროპის ლიგამდე ქუთაისის „ტორპედოდან“ დამიკავშირდნენ და და რაღაც მიზეზების გამო უარი ვთქვი. საბოლოოდ, „ვალეტა“ ვამჯობინე“.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ძარია 2012-2016 წლებში საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. მისი ფორმით 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.