ირაკლი ბუღრიძემ პოკერი შეასრულა
ირაკლი ბუღრიძემ პოკერი შეასრულა

ირაკლი ბუღრიძემ ამხანაგურ შეხვედრაში პოკერი შეასრულა. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი სეზონისთვის „ბეერსხოტში“ ემზადება და კარგი თამაში ჩაატარა.

„ბეერსხოტის“ მეტოქე დაბალი ლიგის „სვბ დრიჰოკი“ იყო, რომელიც ქართველის გუნდმა მიწასთან გააასწორა – 12:0. გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა. ირაკლიმ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში გახსნა, სულ კი ოთხი გოლი გაიტანა. 21 წლის თავდამხმელმა თავი 27-ე, მე-60, 82-ე და 89-ე წუთებზე გამოიჩინა.

შეხვედრა ბელგიის ჩრდილოეთში მდებარე ბრასჰაატში გაიმართა და პატარა ქალაქისთვის იმხელა მოვლენა აღმოჩნდა, რომ თამაშს ქალაქის მერი დაესწრო.