ირაკლი ბერაია - უნდა შეიცვალოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკა, ჩაერთოს ევროპული საზოგადოება, შენარჩუნდეს ეს საკითხი დღის წესრიგში და რუსეთმა პასუხი აგოს თავის ნაბიჯებზე
ირაკლი ბერაია - უნდა შეიცვალოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკა, ჩაერთოს ევროპული საზოგადოება, შენარჩუნდეს ეს საკითხი დღის წესრიგში და რუსეთმა პასუხი აგოს თავის ნაბიჯებზე

უნდა შეიცვალოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკა, ჩაერთოს ევროპული საზოგადოება, შენარჩუნდეს ეს საკითხი დღის წესრიგში და რუსეთმა პასუხი აგოს თავის ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“.

ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო თქვენ მიმართ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ის ფაქტი, რომ ეს ორი საკითხი განიხილება ევროპის უსაფრთხოების საკითხების ჭრილში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევა დგას რუსული ოკუპაციის შედეგად, ყველა ის ჰიბრიდული ტაქტიკები, რომელსაც იყენებს რუსეთი, არის საკმაოდ დამაზიანებელი, საკმაოდ მასშტაბურია რუსული სამხედრო ძალების განლაგება ამ ტერიტორიების ირგვლივ.

ყველაფერი ეს ხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების ჭრილში. მე ვიტყვი, რომ ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადია სიტუაცია, თუ რამდენად ძლიერი დესტაბილიზაციის წყარო არის რუსეთის სტრატეგია და მოქმედებები. ეს არ არის ერთი კონკრეტული, იზოლირებული შემთხვევა. კონკრეტული ნაბიჯები მათ შორის, რომ მოხდეს სრული ოკუპაცია ამ ტერიტორიებისა, ყოველდღიურად გრძელდება. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაუარესებას და უფრო აგრესიულ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან, იქნება ეს ადამიანის უფლებების, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, ეთნიკური წმენდა, პოლარიზაცია ამავე დროს, რომელიც კიდევ უფრო მეტად აშორიშორებს საზოგადოების სხვადასხვა წრეებს.

მიმდინარეობს აგრესიული პოლიტიკის განხორციელება. იყო რამდენიმე ტალღა ამ ეთნიკური წმენდის, რომელმაც ხელყო ადამიანების ყველანაირი უფლება და გააღვივა ძალადობრივი მიდგომა. ასევე, არ არის შესაბამისი წვდომა საერთაშორისო ინსტრუმენტების და თავისთავად, რუსეთი პასუხისმგებელია ამ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ, მან კვლავ გააგრძელა ოკუპაციის ქმედებები, ეს გაგრძელდა 14 სოფელზე.

ჩვენ ვიცით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა რა შედეგები მოიტანა და შეგვიძლია, იგივე შედეგების დანახვა ევროპის სხვა რეგიონებში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა საჭიროებს უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისაგან. უნდა შეიცვალოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკა, რომელშიც უნდა ჩაერთოს ევროპული საზოგადოება. უნდა შენარჩუნდეს ეს საკითხი დღის წესრიგში და რუსეთმა პასუხი აგოს თავის ნაბიჯებზე. აუცილებლად შეასრულოს რუსეთმა თავისი ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ. ეს მიდგომა ყველას მხრიდან უნდა იყოს უნივერსალური. რა თქმა უნდა, ჟენევის დისკუსიების ფორმატი მოგვცემს ძირეულ საკითხებზე წინსვლის შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

​მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი სანქციების დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

„რუსებმა გააძლიერეს მათი ძალისხმევა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ნაწილში. აუცილებელია, ამის საწინააღმდეგო ძალისხმევები გაძლიერდეს. ვიცი, რომ აშშ-ის ძალისხმევით, რომელიც იღებს საკანონმდებლო აქტებს ყოველწლიურად, ეფექტური იქნება, ეს არის ფინანსური სანქციების სახით იმ ფონდების მიმართ, რომელიც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას. თვითონ შერიგება და ნდობის ზრდა, ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ ჰუმანიტარული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ საშუალება მიეცეს ადმინისტრაციულ ხაზს მიღმა მაცხოვრებლებს, ჰქონდეთ წვდომა განათლებასა და სხვა მომსახურებაზე, რომელიც ადმინისტრაციული ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობას გააჩნია. ანუ ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე და ჩვენი ნაბიჯები არის პროაქტიული. ჩვენი მიზანი არის მივაღწიოთ, ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალ ხარისხს, რათა გვქონდეს უფრო მეტად ძლიერი ეკონომიკა, უფრო მეტად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება, უკეთ შევძლოთ ევროპასა და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაცია. ამიტომაც, ჩვენ გვჭირდება საერთშორისო საზოგადოებისაგან დამატებითი მხარდაჭერა ყველა ამ პროგრამისადმი, რათა ამავე დროს, მოხდეს საქართველოს ძალისხმევის აღიარება და შესაბამისი მიზნების მიღწევა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხორციელების შემდგომ, წარმატება უფრო მეტად ხილული და ხელშესახები იქნება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

​​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად, დღეს უმასპინძლა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“.

დატოვე კომენტარი