ირაკლი ბერაია - თავდაცვის კომიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს უსაფრთხოების სამსახურთან, რეგულარულად ვღებულობთ ინფორმაციას, რაც აუცილებელია საზედამხედველო მიზნებისთვის
ირაკლი ბერაია - თავდაცვის კომიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს უსაფრთხოების სამსახურთან, რეგულარულად ვღებულობთ ინფორმაციას, რაც აუცილებელია საზედამხედველო მიზნებისთვის

თავდაცვის კომიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს უსაფრთხოების სამსახურთან, რეგულარულად ვღებულობთ ინფორმაციას, რაც აუცილებელია საზედამხედველო მიზნებისთვის და სხვა საინფორმაციო საჭიროებისთვის, – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში განვიხილეთ. სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა გრიგოლ ლილუაშვილმა, დეპუტატებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, 2020 წელს მათი სხვადასხვა ფორმით გამოვლინებების შესახებ და სუს-ს მიერ მათი პრევენციისა და განეიტრალების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

მ/წ 14 აპრილს სუს-ის უფროსი, ასევე წარსდგა პარლამეტნის ნდობის ჯგუფის წინაშე და წარადგინა ინფორმაცია უწყების მიერ წინა წელს გაწეული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, რაც განსაზღვრულია პარლამენტის რეგლამენტით და სამსახურის ანგარიშვალდებულების სხვა მექანიზმებით. საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უსაფრხთოების სამსახურის საქმიანობა იმსახურებს უმაღლეს შეფასებას და აღიარებას.

საქართველოს უსაფრთხოების გარემო არის კომპლექსური და არაპროგნოზირებადი. კვლავ ოკუპირებულია ჩვენი რეგიონები. მიმდინარეობს მათი გამალებული მილიტარიზაცია და ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის კიბერშეტევები, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ოპერაციები. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ შეაღწიონ სხვადასხვა უწყებებში, მოიპოვონ წვდომა დაცულ ინფორმაციაზე, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური გავლენის ბერკეტები, ცდილობენ გახლიჩონ საზოგადოება, დაასუსტონ ქვეყანა, ხელი შეუშალონ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და განახორციელონ ჩვენს ეროვნული ინტერესებთან არათავსებადი დესტრუქციული დღის წესრიგი. უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო დაამძიმა ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა პანდემია, კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში და შედეგად გაზრდილი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში. იმ პირობებში, როდესაც უსაფრთხოება წარმოდგენს საქართველოს განვითარებისა და პროგრესის აუცილებელ წინაპირობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.

სამსახური მუდმივად ახდენდა საკუთარი შესაძლებლობებისა და საქმიანობის უსაფრთხოების ცვალებად გარემოსთან ადაპტაციას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მისი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობას.

განსაკუთრებული აღნიშვნას იმსახურებს სამსახურის საქმიანობა ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ, რაც მიზნად ისახავდა საოკოპაციო ხაზზე და მიმდებარედ მშვიდობის დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა საოკუპაციო ძალების მხრიდან, შესაძლებელი გახდა ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნება. რომ არა სუს-ის მიერ უსაფრთხოების ზომების ეფექტიანი კოორდინაცია, გვექნებოდა ბორდერიზაციის ბევრად მეტი შემთხვევა, უკანონო დაკავების ბევრად მედი ფაქტი, მეტი ინციდენტი და ბევრად უფრო მძიმე შედეგები.

IPRM-ის შეხვედრებზე, სუს-ის უკომპრომისო და პრინციპული პოზიციის შედეგად დარეგულირდა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ხასიათის არაერთი საკითხი, გათავისუფლდა უკანონოდ დაკავებული ათეულობით საქართველოს მოქალაქე. მას არასოდეს დაუტოვებია ოკუპანტების უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები და ყველაფერი გაუკეთებია მათ გასათავისუფლებლად. დღეის მდგომარეობით ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას და სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად სუს-ი აგრძელებს მაქსიმალურ ძალისხმევას.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, სამსახური იცავს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს რუსეთის ფედერაციის იძულებაზე შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება… იმაზე რომ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობა საკუთარ თავზე გამოსცადონ მართლმსაჯულების ძალა და სიმკაცრე.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობით მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა ქართულმა სახელმწიფომ სტრასბურგში, რომლის საფუძველზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირი, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას ოკუპაციისა და ოკუპაციის შედეგებისთვის.

სამსახურის უფროსმა ისაუბრა უცხო ქვეყნებიდან, მათი სპეცსამსახურების სამიანობიდან მომდინარე საფრთხეებზე, მათ გამოვლინებებზე და საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მოიცავდა ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, ქვეყნის იმიჯის შელახვის, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნის საწინააღმდეგოდ მიმართულ პრევენციულ და სხვა სახის კონტრზომებს. აგრეთვე, გასულ წელს რეგიონში არსებული კონფლიქტის საქართველოში გადმოდინების პროვოცირების საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს.

აქვე მსურს გამოვეხმაურო სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას კონტრსადაზვერვო საქმიანობის არაეფექტურობასთან დაკავაშირებით, თურმე მხოლოდ იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერეში არ ვაკავებთ ჯაშუშებს. სინამდვილეში, კონტრსადაზვრვო საქმიანობის ეფექტიანობა არ იზომება ჯაშუშების დაკავებით. შედეგები იზომება ისეთი ნაბიჯებით, როგორებიცაა საიდუმლო ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის და მისი გადინების პრევენცია, სხადასხვა ორგანიზაციების უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტურული და ტექნიკური შეღწევისგან დაცვა, მაღალი რისკის სუბიექტების უსაფრთხოება. ეფექტიანობა, ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოფიცრების და მათთან კაშირში მყოფი პირების ინდეტიფიცირებას, ქსელების გამოვლენას, მათი მისწრაფებების, დაინტერესების სფეროებისა და სამიზნეე ობიექტების დადგენას, მათ ოპერატიულ კონტროლს, მათ რიგებში შეღწევას, საზიანო გადაწყვეტილებეზე ფორმირების პროცესში ზეგავლენას, მათი სტრუქტურის დასუსტებას და მოშლას, მათი ოპერაციების ხელშეშლას და ჩაშლას. რიგ შემთხვევებში მათ დეზინფორმირებას, გადმობირებასაც და ამ გზით მათივე არხებისა და შესაძლელბოების მათ წინააღმდეგ გამოყენებას. ეს არის კონტსადაზვერვო საქმიანობის ანბანი, რასაც იყენებს ყველა განვითრებული ქვეყნების სპეცსამსახურები. კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ტიპი და მეთოდები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ამათუ იმ ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს, მისი მოწყვლადი მხარეების და შესაძლო შედეგების გათვალისწინებით. სახელმწიფოები მიმართავენ კონტსადაზვერვო საქმიანობის ისეთ ნაბიჯებს და მეთოდებს, რომლებიც ყველაზე ნაკლები ზიანის და მეტი შედეგის მომტანია უსაფრთხოების განმტიცებისთვის და იმ ამოცანებისთვის, რასაც ზოგადად კონტრსადაზვერვო საქმიანობა ემსახურება.

უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა საქართველოს პროგრესი ტერორიზმთან ბრძოლაში. სუს-ი წარმატებით ართმევს თავს იმ ამოცანას, რაც არის საქართველოს მიმართ ტერორისტული საფრთხეების შემცირება, ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. აქტიური კონტრეროსტული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში არ ფიქსირდება ტერორისტული იდეოლოგიის გავცელების კერები, ეფექტიანად ხორციელდება მოქალაქეების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობის და ტერორისტული მიზნებისთვის ქვეყნის სატრანზიტოდ გამოყენების პრევენცია, ახალგაზრდები არ მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, არ წევრიანდებიან ტერირისტული ორგანიზაციებში ან მათი იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში, ტერორისტულ დანაშაულში ჩართული პირები მიცემული არიან პასუხისგებაში. უმჯობესდება ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობები, უწყებათშორისი კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა. ურთულეს რეგიონში და ურთულეს პერიოდში, უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ის რაც ვერ მოახერხა უფრო მრავალრიცხოვანმა, კარგად დაფინანსებულმა და აღჭურვილმა სპეცსამსახურებმა ჩვენს პარტნიორ ქვეუყნებში, სადაც, სამწუხაროდ, ტერაქტებს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს პროგრესი ხაზგასმულია ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში. “გლობალური ტერიზმის ინდექსში” ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით კიდევ 10 საფეხურით გაუმჯობესდა.

21 – ე საუკუნეში, დედამიწის ზურგზე ვერ ვიპოვით ვერც ერთ სახელმწიფოს, რომლის 20 % არის ოკუპირებული, რომელიც ყოველდღიურად არის ოკუპანტების ჰიბრუდული შეტევების სამიზნე, რომელიც მდებარეობს ასეთ რთულ რეგიონში და ამავდროულად არის ასე სტაბილური, ასე უსაფრთხო, რომელიც ამტკიცებს საკუთარ დემოკრატიას და აქვს ასეთი შთამბეჭდავი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ასეთი შედეგები, ხელისუფლების შესაბამისი უწყებების და პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების სამსახურის დაუღალავი შრომის და ძალისხმევის შედეგია. სამსახურის სახით საქართველოს ჰავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი დასავლური სპეცსამსახური, რომელიც იცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ ჩვენი პარტნიორების ინტერესესაც ამ რეგიონში და მეტიც, საკუთარი საქმიანობით ავსებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვაკუუმს.

ეს წარმატება ემყარება საჭირო ინფორმაციაზე წვდომას, სწორ ანალიზს, საფრთხეების სწორად პროგნიზირებას, შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს, რაციონალურ გადაწყვეტილებებს და ყველა ზემოთ ხსენებული პროცეცის ეფექტიან მენეჯმენტს და კოორდინაციას. ამ წარმატებაში, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი საყრდენი და უპირატესობა არის მისი ადამიანური კაპიტალი – ეროვნული უსაფრთხოების დაცვის წინა ხაზზე მყოფი მამაცი კაცები და ქალები ღია და ფარული შემადგენლობიდან, ოპერატიული თანამშრომლები, ანალიტიკოსები, გამომძიებლები, სპეცრაზმელები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, ოფიცრები და სამოქალქო პირები. განსაკუთრებულ პატივისცემას და სრულ მხარდაჭერას ვუდასტურებ თითოეულ მათგანს.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ უმაღლეს შეფასებას სამსახურის საქმიანობას და ამავდროულად, კატეგორიულად ვგმობთ მის მიმართ რადიკალური და უპასუხისმგებლო სუბიექტების მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ რიტორიკას, მუქარას, სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობებს, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებას. ის, ვინც ამას აკეთებს, ცდილობს შეარყიოს ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლები და ნებსით თუ უნებლიედ ხდება მტრული და მავნე ნარატივისა და გავლენის ნაწილი. მოვუწოდებ თითოეულ ასეთ სუბიექტს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ჩამოგვიყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების სამსახურთან. როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფარგლებში, ჩვენ რეგულარულად ვღებულობთ ინფორმაციას როგორც პროაქტიულ რეჟიმში, ასევე მოთხოვნის საფუძველზე, რაც აუცილებელია საზედამხედველო მიზნებისთვის და სხვა საინფორმაციო საჭიროებისთვის.

მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სუს-ის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, ნაყოფიერი საქმიანობისთვის და საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გამორჩეული და პასუხისმგებლიანი ლიდერობისთვის“, – აღნიშნულია ირაკლი ბერაიას გვერდზე „ფეისბუქში“.

პარლამენტის პლარულ სხდომაზე სუს-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში განვიხილეთ. სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა გრიგოლ…

Posted by ირაკლი ბერაია / Irakli Beraia on პარასკევი, 30 აპრილი, 2021

 

დატოვე კომენტარი