ირაკლი ბერაია - ომში მყოფი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოხელეს სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერი ქვეყნის ხელისუფლებაზე შეტევა, აქედანაც გულთბილი მოკითხვა არესტოვიჩს
ირაკლი ბერაია - ომში მყოფი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოხელეს სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერი ქვეყნის ხელისუფლებაზე შეტევა, აქედანაც გულთბილი მოკითხვა არესტოვიჩს

ომში მყოფი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოხელეს, ამ დროს გაცილებით სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერი ქვეყნის ხელისუფლებაზე შეტევა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

ბერაია კომენტარს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მორიგ განცხადებაზე: „საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“.

ირაკლი ბერაია აღნიშნავს, რომ თავადაც „გულთბილ და ყოვლისმომცველ მოკითხვას“ უთვლის არესტოვიჩს.

„უკრაინის ზოგიერთ უპასუხისმგებლო და თანამდებობისთვის შეუფერებელ მაღალჩინოსანს ვურჩევ, კონცენტრირდეს საკუთარი ქვეყნის დეოკუპაციაზე და არა პარტნიორი სახელმწიფოს ომში გახვევის მცდელობებზე. ომში მყოფი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოხელეს, ამ დროს გაცილებით სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერი ქვეყნის ხელისუფლებაზე შეტევა. აქედანაც განსაკუთრებულად გულთბილი და ყოვლისმომცველი მოკითხვა არესტოვიჩს და მისი ჭკუის სხვებსაც. ჩემთვის არესტოვიჩი და უკრაინელი ხალხი არასდროს იქნებიან სინონიმები“, – აღნიშნავს ირაკლი ბერაია.