ირაკლი აზაროვი „შახტართან“ ერთად უკრაინის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი „შახტართან“ ერთად უკრაინის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

უკრაინის თასის 2024/25 წლის გათამაშების ფინალში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ კიევის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში მეთხუთმეტედ დაეუფლა.

„შახტარისა“ და „დინამოს“ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. 44-ე წუთზე იარმოლენკომ კიეველები დააწინაურა, ხოლო „შახტარმა“ წონასწორობა კაუა ელიასის გოლით 64-ე წუთზე აღადგინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი დონეცკელებმა 6:5 მოიგეს.

ირაკლი აზაროვი „შახტარის“ განაცხადში იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, მარინო პუსიჩმა მას სათამაშო დრო არ მისცა.