ირაკლი აზაროვი „შახტარში“ რჩება - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კლუბმა კონფერენს ლიგის განახლებულ განაცხადში შეიყვანა #1TVSPORT
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარში“ რჩება – ეს კლუბის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.
დონეცკის „შახტარმა“ კონფერენს ლიგის მერვედფინალის მატჩებამდე განაცხადი განაახლა, რომელშიც მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა ოთხი ცვლილება შეიტანა. განახლებულ განაცხადში კვლავ არის აზაროვი, რომელმაც გუნდის დატოვების სურვილი დეკემბერში გამოხატა.
კონფერენს ლიგის პლეი ოფში „შახტარის“ მეტოქე წინასწარი რაუნდის შედეგებით განისაზღვრება: დონეცკის გუნდი „კუპსი“-„ლეხის“ ან „შკენდია“-„სამსუნსპორის“ მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.