ირაკლი აზაროვი - ევრო 2025-ზე ძველებური შემართებით ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი - ევრო 2025-ზე ძველებური შემართებით ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„მოხარული ვარ, რომ მეორედ მომეცა შესაძლებლობა, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო. კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ეს საგზური საკუთარი ძალისხმევით მოვიპოვეთ. ვფიქრობ, იმავე შემართებით ვითამაშებთ, როგორც აქამდე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

რაც შეეხება სამი ცენტრალური მცველის არყოფნას — ცხადია, ეს დიდი დანაკლისია. მათ ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი, რაოდენ დიდი ძალას წარმოადგენენ ჩვენი გუნდისთვის. თუმცა მათი შემცვლელების იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამ სამეულის ღირსეულად ჩანაცვლება შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, ეს ტურნირი ჩემთვის კარიერული ტრამპლინის კარგი შანსია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ შესაძლებლობით მაქსიმალურად ვისარგებლო“, — განაცხადა აზაროვმა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2025-ზე პირველ შეხვედრას პოლონეთთან 11 ივნისს ჟილინას სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.