ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ დავით მათიკაშვილთან დაპირისპირება არ ჰქონია და რაგბიზე მსჯელობდნენ
ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ დავით მათიკაშვილთან დაპირისპირება არ ჰქონია და რაგბიზე მსჯელობდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი აბუსერიძე ირწმუნება, რომ მასსა და დავით მათიკაშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და რაგბიზე საუბრობდნენ.

კითხვაზე – რა გახდა დაპირისპირების მიზეზი მასსა და მათიკაშვილს შორის, აბუსერიძე ამბობს, რომ საკითხებზე საუბრობდნენ და არავინ არავისთან კამათობდა.

„რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით. რაღაც თემაზე ვსაუბრობდით. რამდენი ხალხი ვართ, ხედავთ? ყველა ერთმანეთში ვსაუბრობდით. რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ვინმემ მოგწერათ და გითხრათ? აბა, რა იცით? გაშველებით ვერ გაგვაშველებდნენ, თუ რაიმე დაიწყებოდა და გასაშველებელი არაფერი გვჭირს. რაღაც საკითხზე ვმსჯელობდით, რაგბიზე ვლაპარაკობდით“, – განაცხადა აბუსერიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზის გარეთ მოხდა.