იოზუა კიმიხი თავისუფალი აგენტი გახდება - „ბაიერნმა“ გააუქმა ახალ კონტრაქტზე შეთავაზება #1TVSPORT
იოზუა კიმიხი თავისუფალი აგენტი გახდება - „ბაიერნმა“ გააუქმა ახალ კონტრაქტზე შეთავაზება #1TVSPORT

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი ზაფხულში დატოვებს გერმანული გრანდის რიგებს.

როგორც გერმანელი ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, ბუნდესლიგის ლიდერმა უკან გაიწვია ახალ კონტრაქტზე კიმიხისთვის შეთავაზებული წინადადება.

ვარაუდობენ, რომ „ბაიერნი“ აღარ მიმართავს ახალი შეთავაზებით ფეხბურთელს, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 წლის კიმიხი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

უახლოეს პერიოდში კიმიხი დაიწყებს სხვა კლუბში კარიერის გაგრძელების ვარიანტების შესწავლას. მის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენენ „პარი სენ-ჟერმენი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“.

იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს. 426 მატჩში მის ანგარიშზე 43 გოლი და 114 შედეგიანი პასია.