იოზუა კიმიხი ჩემპიონთა ლიგაში „არსენალთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

14:41, 21.10.2026

დღეს, მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს – „ალიანც არენაზე“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება

მიუნხენური კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერი იოზუა კიმიხი თამაშს გამოტოვებს.

„ოჯახის უახლოესი წევრის გარდაცვალების გამო იოზუა კიმიხი „არსენალთან“ მატჩის განაცხადში არ იქნება“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიმიხის გარდა, „არსენალთან“ მატჩს „ბაიერნის“ კიდევ ერთი ლიდერი მაიკლ ოლისეც გამოტოვებს, რომელმაც წინა ტურის მატჩში ნორვეგიულ „ვიკინგთან“ წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

მსგავსი