იოზილის აგენტი მოლაპარაკებებს „მეიჯორ ლიგის“ კლუბთან აწარმოებს
იოზილის აგენტი მოლაპარაკებებს „მეიჯორ ლიგის“ კლუბთან აწარმოებს

„არსენალის“ ნახევარმცველმა მესუტ იოზილმა შესაძლოა, წლის ბოლოს კლუბი დატოვოს.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) იტყობინება, გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები ამერიკული „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბ „დი სი იუნაიტედთან“ გამართეს.

საქმე ეხება ზამთრის ტრანსფერს ამერიკული ლიგის 2020 წლის სეზონის დაწყებამდე. ცოტა ხნით ადრე, „დი სი იუნაიტედი“ ინგლისელმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ დატოვა და „დერბის ქაუნთის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდა.