იოზილი მალე „ფენერბაჰჩეში“ გადავა
იოზილი მალე „ფენერბაჰჩეში“ გადავა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი ახლოს არის „ფენებაჰჩეში“ იჯარის წესით გადასვლასთან. გერმანელი აპირებს იანვარში შეუერთდეს თურქულ კლუბს.

31 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში 11 მატჩში ითამაშა, ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

მესუთ იოზილის გადასვლა თურქეთში ადრეც განიხილებოდა. კერძოდ, მისი აგენტი ცდილობდა 2015 წელს ფეხბურთელის „ფენერბაჰჩეში“ გადაყვანას.