იოზილი კარიერის გაგრძელებას თურქეთში აპირებს
იოზილი კარიერის გაგრძელებას თურქეთში აპირებს

მესუთ იოზილი იანვარში „არსენალს“ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ (Daily Mail) ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის თანახმად, გერმანელი ნახევარმცველი კარიერის გაგრძელებას „ფენერბახჩეში“ გეგმავს. 29 წლის ფეხბურთელს უთანხმოება აქვს ლონდონელთა ახალ მწვრთნელ უნაი ემერისთან.

რამდენიმე დღის წინ გამართულ ვარჯიშზე ეს უთანხმოება ჩხუბშიც კი გადაიზარდა, რის შემდეგაც იოზილმა სავარჯიშო მოედანი ნაადრევად დატოვა. ის ვერ მოხვდა განაცხადში „ვესტ ჰემთან“ დაპირისპირების წინ. ამის ოფიციალურ მიზეზად მოთამაშის ავადყოფობა დასახელდა, თუმცა ამ ვერსიის გულშემატკივარს არ სჯერა. მწვრთნელთან კონფლიქტის მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ გერმანელი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა.

იოზილმა „არსენალთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის იანვარში გააგრძელა. კვირაში ის 350 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.

 

დატოვე კომენტარი