იოზილი „არსენალთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს
იოზილი „არსენალთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს

ლონდონის „არსენალის“ შემტევის მესუთ იოზილის აგენტმა ერქუთ სოგუთმა გამოაცხადა, რომ გერმანელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს არ გააგრძელებს.

მესუთის კონტრაქტი კიდევ ერთი წელია ძალაში. ამასთან დაკავშირებით ცვლილება არ იქნება. რა მოხდება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. მესუთი ოჯახთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს საუკეთესო გამოსავალია. „ფენერბაჰჩეში“ გადასვლის პერსპექტივაზე კონფედერციალურობის პრინციპიდან გამომდინარე ლაპარაკი არ შემიძლია“, – ციტირებს აგენტის სიტყვებს „ფანატიკი“.

ამ სეზონში იოზილმა „არსენალის“ რიგებში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.