„არსენალის“ ნახევარმცველის, მესუთ იოზილის აგენტი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი ლონდონურ კლუბს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ დატოვებს.
„ჯერ ჩვენ მესუთის მომავალს არც კი განვიხილავთ. მას „არსენალში“ სათამოშოდ 15 თვე აქვს დარჩენილი, – ციტირებს იოზილის აგენტის სიტყვებს iNews. – წინ კიდევ ერთ წელზე მეტია დარჩენილი და სანამ კონტრაქტი არ ამოიწურება იოზილი „არსენალიდან“ წასვლას არ აპირებს.“
„არსენალმა“ იოზილი „რეალისგან“ 2013 წელს 47 მილიონ ევროდ შეიძინა.
მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილმა „არსენალის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ივნისში იწურება.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული