იოზეფ ბლატერი - თუ ყატარს მსოფლიოს ჩემპიონატს წაართმევენ, ტურნირს იაპონია ან აშშ მიიღებს
იოზეფ ბლატერი - თუ ყატარს მსოფლიოს ჩემპიონატს წაართმევენ, ტურნირს იაპონია ან აშშ მიიღებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ყატარს, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან.

„კორუფციული სკანდალების გამო, რომელიც უკავშირდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის არჩევას, ტურნირი, შესაძლოა, გერმანიამ მიიღოს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის შემდეგ, ჩემპიონატის ისევ ევროპა უმასპინძლებს. ამიტომაც, არჩევანის გაკეთებისას, ევროპა არ იქნება პრიორიტეტი. მსოფლიოს ჩემპიონატი შეიძლება გაიმართოს აშშ-ში, რომელიც 2026 წელს გეგმავს ამის გაკეთებას. მათ შეუძლიათ ოთხი წლით ადრე უმასპინძლონ ტურნირს. ასევე შეუძლია ჩემპიონატის ორგანიზება იაპონიას, რომელიც ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო 2022 წლის ტურნირის მიღებაზე. საბედნიეროდ, მომავალ ჩემპიონატზე იქნება არა 48, არამედ 32 გუნდი, რაც გაამარტივებს ამოცანას,“ – თქვა ბლატერმა.

ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე.

დატოვე კომენტარი