იოზეფ ბლატერი ფეხბურთში ყველაზე საძულველი ადამიანების სიაში პირველ ადგილზეა
იოზეფ ბლატერი ფეხბურთში ყველაზე საძულველი ადამიანების სიაში პირველ ადგილზეა

ცნობილმა ბრიტანულმა პორტალმა FourFourTwo-მ დაასახელა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე საძულველი პიროვნებების ოცდაათეული.

სიას სათავეში ჩაუდგა ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელიც ფეხბურთს ჩამოშორებულია კორუფციის გამო. ასევე ტოპ-სამეულში მოხვდნენ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და გერმანელი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში სასტიკად იუხეშა ფრანგი პატრიკ ბატისტონის წინააღმდეგ.

საფეხბურთო სამყაროში ყველაზე საძულველი ადამიანების სრული სია ასეთია:

1. იოზეფ ბლატერი

2. ჟოზე მოურინიო

3. ტონი შუმახერი

4. მიშელ პლატინი

5. რიჩარდ კიზი (ინგლისელი კომენტატორი)

6. კრიშტიანო რონალდო

7. ლუჩანო მოჯი

8. ელ-ჰაჯი დიუფი

9. პიტ ვინკელმანი

10. ჯონ ტერი

11. ბერნარ ტაპი

12. კარლ ოისტონი

13. დიეგო მარადონა

14. ჯოი ბარტონი

15. კენ ბეიტსი

16. ლუის სუარესი

17. მაიკ ეშლი

18. დიეგო კოშტა

19. ეშლი კოული

20. პაოლო დი კანიო

21. ანდონი გოიკოეჩეა

22. გრემ საუნესი

23. რიჩარდ სკადამორი

24. კევინ მუსკატი

25. რომან აბრამოვიჩი

26. დენის უაიზი

27. სილვიო ბერლუსკონი

28. ჯონ კინეარი

29. მაიკ დინი

30. ალექს ფერგიუსონი