იოვიჩს „რეალის“ დატოვება სურს და ახალ გუნდს ეძებს
იოვიჩს „რეალის“ დატოვება სურს და ახალ გუნდს ეძებს

ლუკა იოვიჩი მადრიდის „რეალში“ ყოფნით უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლას გეგმავს.

სერბმა ფეხბურთელმა წინა სეზონში სამეფო კლუბის შემადგენლობაში 607 წუთი ითამაშა, მან 50 თამაშიდან 18-ში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ამ სეზონში მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. ხშირ შემთხვევაში ზინედინ ზიდანი სერბი ფორვარდის ნაცვლად მარიანოს ათამაშებს ხოლმე. ფრანგი სპეციალისტისთვის იოვიჩი მესამე ვარიანტად იქცა, რაზეც მისი სათამაშო დროც მეტყველებს. ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა, მხოლოდ 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 208 წუთი ითამაშა. იოვიჩს 8 ნოემბრის შემდეგ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია.

სერბ ფეხბურთელს მედიაში ხშირად უკავშირებენ „აინტრახტსა“ და „მილანს“, შესაბამისად, დიდია ალბათობა იმის, რომ სერბი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში გუნდს შეიცვლის.