იოვიჩმა „მილანში“ გადასვლაზე თანხმობა მისცა
იოვიჩმა „მილანში“ გადასვლაზე თანხმობა მისცა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდს ლუკა იოვიჩს ერთი ნაბიჯი უკლია „მილანში“ გადასვლამდე.

სერბმა ფეხბურთელმა თანხმობა მისცა იტალიის ჩემპიონატში გადასვლაზე. ახლა, კლუბებს ერთმანეთში მოლაპარაკება რჩებათ.

მადრიდში უკმაყოფილონი არიან ფეხბურთელის რამდენიმე საქციელით. იოვიჩმა არა ერთხელ დაარღვია კარანტინი, ბოლოს კი მეგობრებთან ერთად ბარბექიუ მოაწყო, არადა, რეკომენდაციების მიხედვით, ეს აკრძალულია.